ახლა ისინი ერთმანეთს ოდნავ უკეთ უგებენ, სხვა შემთხვევაში ორმხრივ შეხვედრას არ დავგეგმავდი-ტრამპი ზელენსკი-პუტინზე

19.08.25 17:21
ახლა ისინი ერთმანეთს ოდნავ უკეთ უგებენ, სხვა შემთხვევაში ორმხრივ შეხვედრას არ დავგეგმავდი-ტრამპი ზელენსკი-პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი სწორად მოიქცევა, სხვა შემთხვევაში სიტუაცია რთული იქნება.

ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილოებაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ “პირველი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართება.“

“ახლა ისინი ერთმანეთს ოდნავ უკეთ უგებენ. სხვა შემთხვევაში ორმხრივ შეხვედრას არ დავგეგმავდი. მაშინ სამმხრივ შეხვედრას მოვაწყობდ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ. პრეზიდენტ პუტინს გუშინ დავურეკე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, თუ შედეგს მივაღწევთ, სხვა შემთხვევაში ურთიერთობა არ მაინტერესებს. შვიდი ომი დავასრულე და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე რთულად მოსაგვარებელი აღმოჩნდა. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორად მოიქცევა და თუ არა, მაშინ სიტუაცია რთული იქნება. იმედია, ზელენსკიც იმას გააკეთებს, რაც საჭიროა. მან გარკვეული მოქნილობა უნდა გამოიჩინოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები