უკრაინამ 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ რუსეთისგან 1 000 ადამიანის ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც, რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეპატრირებულებს შორის შორის ტყვეობაში დაღუპული 5 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარია.
შტაბში აცხადებენ, რომ დაბრუნებულთა შორის არიან დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და კურსკის მიმართულებების დამცველები.
უახლოეს მომავალში ცხედრებს ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ და მათი იდენტიფიცირება მოხდება.