EU-ის სამიტის დასრულებისთანავე დავურეკე ზელენსკის, ხაზი გავუსვი ჩვენს მხარდაჭერას-ანტონიო კოშტა
ევოპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროპული საბჭოს წევრებს ესაუბრა, საუბრის დასრულებისთანავე კი ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა.
მისი თქმით, ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია მკვლელობების შეჩერება, ტყვეების გაცვლის პროცესის წინსვლა და რუსეთის მიერ გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნების უზრუნველყოფა. ვიმუშავებთ შეერთებულ შტატებთან ერთად კონკრეტულ და აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებზე“, - წერს ანტონიო კოშტა.
მისივე თქმით, საჭიროა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება.
პრეზიდენტ ზელენსკისთან და აშშ-სთან ერთად მოვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და გაფართოების პროცესის წინსვლა. უკრაინის მომავალი ასევე იმ კეთილდღეობასა და სტაბილურობაშია, რომლის უზრუნველყოფაც ევროკავშირის წევრობას შეუძლია“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.