რუბიო: მსოფლიოში ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების ალიანსში შევიდეს

20.08.25 11:53
რუბიო: მსოფლიოში ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების ალიანსში შევიდეს

მსოფლიოში ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების ალიანსში შევიდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ამას რუსული მხარეც კარგად აცნობიერებს, რომ უკრაინას, კონფლიქტის შემდეგ, ნამდვილად აქვს უფლება, უსაფრთხოების შეთანხმებები დადოს. 

რუბიო ამბობს, რომ მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებზე ამერიკა ევროპელ და არაევრპელ მოკავშირეებთან ერთად უკვე მუშაობს.

მსოფლიოში ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების ალიანსში შევიდეს. ეს არ არის მხოლოდ NATO, ჩვენ [აშშ-ს] მსგავსი ალიანსები გვაქვს სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, სხვა ქვეყნებს აქვთ ერთმანეთთან.

ამიტომ, ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმას, და სხვათა შორის, მათ შორის, რუსული მხარეც პირველად ისტორიაში - ტრამპის წნეხის, წინადადების საფუძველზე - რომ უკრაინას, კონფლიქტის შემდეგ, ნამდვილად აქვს უფლება, უსაფრთხოების შეთანხმებები დადოს სხვა ქვეყნებთან და ჩვენ ვიმუშავებთ ევროპელ მოკავშირეებთან და სხვა არაევროპულ ქვეყნებთან, რომ შევქმნათ მსგავსი უსაფრთხოების გარანტია.

ეს ყოველივე ძალაში უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რათა უკრაინამ თავი სამომავლოდ უსაფრთხოდ იგრძნოს, - განაცხადა რუბიომ.