ვილნიუსის აეროპორტმა საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა - მიზეზი აეროპორტთან დრონის დაფიქსირებაა

20.08.25 13:57
ვილნიუსის აეროპორტმა საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა - მიზეზი აეროპორტთან დრონის დაფიქსირებაა

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის აეროპორტმა საჰაერო მოძრაობა დროებით შეაჩერა - მიზეზი აეროპორტთან დრონის დაფიქსირება გახდა.

აეროპორტის წარმომადგენლის, "ტადას ვასილიაუსკასის" თქმით, აეროპორტის ადმინისტრაციამ უპილოტო საფრენი აპარატის დაფიქსირების ფაქტს ტერიტორიაზე პატრულირებისა და მეთვალყურეობის გაძლიერებით უპასუხა და საჰაერო მოძრაობა დაახლოებით 30 წუთით შეჩერდა.

ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს ლიეტუვის ცენტრში ბელარუსიდან შეფრენილი რუსული დრონი აღმოაჩინეს. გენერალურმა პროკურატურამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა.

 

მსგავსი სიახლეები