ტრამპი დამოკიდებულია Deep State-ზე და მათ საქმე ისეთი გარიგებისკენ მიჰყავთ რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდება - კრემლის პროპაგანდისტი

20.08.25 14:25
ტრამპი დამოკიდებულია Deep State-ზე და მათ საქმე ისეთი გარიგებისკენ მიჰყავთ რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდება - კრემლის პროპაგანდისტი

ტრამპი ძალიან არის დამოკიდებული ნეოკონსერვატორებზე და Deep State-ზე  და მათ საქმე ისეთი გარიგებისკენ მიჰყავთ რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდება - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი სოციალურ ქსელში წერს. 

პუტინის მხარდამჭერი ამბობს, რომ "დონალდ ტრამპს ომის შეჩერება სურს, მაგრამ მისი მხრიდან ყველაზე კეთილგანწყობილი (სუბიექტურად) პირობებიც კი, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია".

ზელენსკის და ევროკავშირს კი საერთოდ უნდათ, რომ ყველაფერი მნიშვნელოვნად ჩვენს საწინააღმდეგოდ და საკუთარი სარგებლისთვის შეცვალონ. ობიექტურად, ზელენსკისთან მოლაპარაკებების არანაირ საფუძველს არ ვხედავ. იქ არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება, ხოლო ტრამპისთვის ჩვენი კეთილი ნების საჩვენებლად და საბოლოოდ არაფრის მისაღწევად ფასი ზედმეტად მაღალია. მითუმეტეს, როცა ტრამპს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გაგიჟდეს და ყველა შეთანხმებას გადახედოს. მე ვერ ვხედავ როგორ მართავს ტრამპი ევროკავშირს და ზელენსკის. MAGA-ს მომხრეებიც კი, რომლებიც ტრამპის სუვერენიტეტს მაღალ შეფასებას აძლევენ, ამჯერად ამასაც ვერ ხედავენ. პირიქით, ტრამპი ძალიან არის დამოკიდებული ნეოკონსერვატორებზე და Deep State-ზე [არ მოგესმათ, იმ საყოვრლთაოდ ცნობულ დიფ სტეიტზე] და მათ საქმე ისეთი გარიგებისკენ მიჰყავთ რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდება. ჩვენ პირდაპირი ძალისმიერი დაპირისპირების მიმართ წინააღმდეგობის უნარი გვაქვს, მაგრამ დასავლეთიდან მომავალი "კეთილი" სიგნალების მიმართ სისუსტე გაგვაჩნია. ეს ჰგავს ნარკომანის მოტყუებას დოზით, რომელიც დამოკიდებულებას ებრძვის. დასავლეთზე დამოკიდებულება. დიდი ალბათობით, "დიფ სთეითი" [კიდევ ერთხელ ის დიფ სტეიტი] სწორედ ამაზე აპირებს თამაშს." - წერს დუგინი. (ჯემნიუსი)

მსგავსი სიახლეები