ბუდაპეშტი? - ტუსკი ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ადგილის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე

20.08.25 14:38
 ბუდაპეშტი? - ტუსკი ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ადგილის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ბუდაპეშტში ზელენსკის და პუტინის პოტენციურ შეხვედრას სოციალურ აქსელ X-ზე ეხმაურება:

  • მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ზელენსკის და პუტინს შორის სამიტის შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავს.

"ბუდაპეშტი? შეიძლება ყველას არ ახსოვდეს ეს, მაგრამ 1994 წელს უკრაინამ უკვე მიიღო ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები აშშ-სგან, რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოსგან ბუდაპეშტში. შეიძლება ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილის პოვნას ვეცდებოდი", - წერს ტუსკი. 

მსგავსი სიახლეები