ტრამპი: ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ბუშის დროს - საქართველოს დიდი ნაწილი, მაგრამ ჩემი მმართველობისას არაფერი წაუღიათ

20.08.25 14:44
ტრამპი: ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ბუშის დროს - საქართველოს დიდი ნაწილი, მაგრამ ჩემი მმართველობისას არაფერი წაუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია ობამას მმართველობის პერიოდში მოხდა, ხოლო საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია - ჯორჯ ბუშის დროს.

ყირიმი ობამამ დათმო და ამაზე თითქმის არავინ საუბრობს. წარმოიდგინეთ, რომ ეს მე გამეკეთებინა - მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. დღეს ხშირად ამბობენ, თითქოს მე პუტინთან ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულება მქონდა. მაგრამ მე ყირიმი მისთვის არ მიმიცია. ეს ტერიტორია უზარმაზარია, ტეხასის ზომის. ულამაზესი ადგილია, და სწორედ ობამას გამო დათმეს, — აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთს ახალი ტერიტორიები არ დაუკავებია.

ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ბუშის დროს - საქართველოს დიდი ნაწილი, მაგრამ ჩემი მმართველობისას არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ, მიმდინარე ომი მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა, თუმცა ეს აღარ მოხდება. მოდი, ვნახოთ, როგორ მოგვარდება, - თქვა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები