„უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განლაგების ნებისმიერი სცენარი მიუღებელია" - ზახაროვა

20.08.25 14:47
„უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განლაგების ნებისმიერი სცენარი მიუღებელია" - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების წინააღმდეგია. მის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს.

„უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გამოჩენის ნებისმიერი სცენარი მიუღებელია და უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს,“ - განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაამატა, რომ მოსკოვი მოუწოდებს ბრიტანეთს, „არ შეუშალოს ხელი რუსულ და ამერიკელ მოლაპარაკეებს“. მისი თქმით, ლონდონს რუსეთისა და უკრაინის ომის დარეგულირების ინტერესი არ აქვს. „ლონდონი ყველაფერს აკეთებს, რომ სისხლისღვრა გაახანგრძლივოს,“ - აღნიშნა ზახაროვამ.

მსგავსი სიახლეები