რაზე ესაუბრა პუტინი ერდოღანს? - მედია სატელეფონო საუბრის შესახებ წერს
რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.
მედიის ცნობით, პუტინმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანკორიჯში, რუსეთ-ამერიკის სამიტის შესახებ თავისი შეფასებები გაუზიარა.
ამასთან, კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უკრაინის გარშემო არსებული ვითარებაც“ განიხილეს.
„სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკორიჯში, რუსეთ-ამერიკის სამიტის შესახებ თავისი შეფასებები გაუზიარა.
ლიდერებმა უკრაინის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს. რუსულმა მხარემ სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების ორგანიზებაში თურქეთის მიერ გაწეული დახმარება აღნიშნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.