"ვერ დავთანხმდებით იმას, რომ უსაფრთხოების საკითხები რუსეთის გარეშე გადაწყდეს. ეს არ გამოვა" - ლავროვი
"ვერ დავთანხმდებით იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს. ეს არ გამოვა," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთში მშვენივრად ესმით, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის გარეშე "უტოპიას და არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს".
ჩვენ ვერ დავთანხმდებით იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს. ეს არ გამოვა. არაერთხელ განვმარტეთ, რომ რუსეთი არ აჭარბებს თავის ინტერესებს, მაგრამ ჩვენ მტკიცედ და მკაცრად დავიცავთ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში, პირველ რიგში კი აშშ-ში, მშვენივრად ესმით, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიას და არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს," - განაცხადა ლავროვმა.