პოლონეთმა, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო, საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა
პოლონეთმა, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო, საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა - ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.
ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ ქსელში იუწყება.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში განმარტავენ, რომ მიღებული ზომების მიზანი პოლონეთის ტერიტორიისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
შეგახსენებთ, რუსებმა 21 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს.