რუსეთის მიერ ლვოვლზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - დაშავდა ორი

21.08.25 10:20
რუსეთის მიერ ლვოვლზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - დაშავდა ორი

რუსეთის მიერ ლვოვლზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - დაშავდა ორი. ამის შესახებ ქალაქის მერი, ანდრეი სადოვი აცხადებს.

„ხმაურიანი ღამე ლვოვში. მტერმა განახორციელა კომბინირებული შეტევა შაჰედებითა და რაკეტებით“, – განაცხადა სადოვმა.

21 აგვისტოს ღამით უკრაინის სხვადასხვა ქალაქს რუსეთი მასირებულად ბომბავდა. დაბომბვისას გამოიყენეს ასობით "შაჰედი", მათ შორის უკრაინის დასავლეთით ქალაქებში მუკაჩევოში, ლვოვსა და ლუცკში.