BBC: ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევის ახალი სერია დაიწყო
ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევის ახალი სერია დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, ათასობით პალესტინელი საცხოვრებელს ტოვებს და უსაფრთხო ადგილებისკენ გარბიან.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ აკონტროლებენ ღაზას სექტორის დასახლებებს, საუბარია ზეიტუნსა დ ჯაბალიაზე და გეგმავენ რომ ღაზა მთლიანად აიღონ.
თავდაცვის ძალებში ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება არ სურთ და მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილზე გასასვლელად დროს მისცემენ.