მედვედევი: არანაირი NATO-ს ჯარი მშვიდობისმყოფელების სახით. რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს
"არანაირი NATO-ს ჯარი [უკრაინაში] მშვიდობისმყოფელების სახით. რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს," - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
დიმიტრი მედვედევი გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ "უტვინო გალური მამალი ვერ ახერხებს ვერანაირად უარი თქვას "უკრაინაში" ჯარების გაგზავნის იდეაზე".
უტვინო გალური მამალი ვერ ახერხებს ვერანაირად უარი თქვას "უკრაინაში" ჯარების გაგზავნის იდეაზე. პირდაპირ ითქვა: არანაირი NATO-ს ჯარი მშვიდობისმყოფელების სახით. რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს. მაგრამ ხრინწიანი საწყალი ფრინველი აგრძელებს ყივილს, ამტკიცებს, რომ ის არის საქათმის მეფე," - წერს მედვედევი.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილმა "მსურველთა კოალიციამ", მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში უნდა განათავსოს დამხმარე ძალები "ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში".