პიტერ სიიარტო - უნგრეთი მზად არის აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივ სამიტს უმასპინძლოს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი მზად არის აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივ სამიტს უმასპინძლოს.
მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და უსაფრთხო პირობები უზრუნველვყოთ - განაცხადა სიირატომ.
„საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და უსაფრთხო პირობები უზრუნველვყოთ. მოხარული ვიქნებით, თუ სამშვიდობო მცდელობების წარმატებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ამასთან, სიიარტომ უარყო Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაურეკა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილა, კერძოდ ის, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
„მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ მსგავსი ზარი არ ყოფილა. საერთოდ არ ყოფილა“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.