ზელენსკი: პუტინთან შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს - "ჩვენ შვეიცარიასა და ავსტრიას ვეთანხმებით".
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრის მოსკოვში ჩატარება არ შეიძლება.
„რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, ჩვენ მიგვაჩნია და ამას ევროპელებმაც გაუსვეს ხაზი, რომ სამიტი ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზეა. ჩვენ შვეიცარიასა და ავსტრიას ვეთანხმებით. თურქეთი? ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან თურქეთი ნატო-ს წევრია და ევროპის ნაწილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი სამიტის ჩატარების შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავს.
- ასევე, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე გავლენა მოახდინოს, რათა უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ დაბლოკოს.
„ეს მარტივი არ არის, რადგან ამ ომის განმავლობაში უკრაინის მიმართ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთიანობაა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, ბუდაპეშტმა მხარი არ დაგვიჭირა. არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.