მედია: უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21.08.25 12:27
მედია: უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით, 21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

მათივე ცნობით, უკრაინული იერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა ნოვოშახტინსკის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.

იერიშის ამსახველ ვიდეოებს რუსული მედია Astra ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები