ლავროვს უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიის სახით უცხო ქვეყნების სამხედროების განლაგება მიუღებლად მიაჩნია

21.08.25 16:03
ლავროვს უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიის სახით უცხო ქვეყნების სამხედროების განლაგება მიუღებლად მიაჩნია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიის სახით უცხო ქვეყნების სამხედროების განლაგება რუსეთისთვის სრულიად მიუღებელად მიაჩნია.

მისი თქმით, “ისინი, ვინც ასეთ გეგმებს იგონებენ, უბრალოდ ყურადღების მიყპრობას ცდილობენ“.

როგორც დასავლეთის დისკუსია უკრაინულ მხარესთან აჩვენებს, ყველა ეს გეგმა დაკავშრებულია იმასთან, რომ გარანტიების სახით უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ძალები განალაგონ. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ასეთ გეგმებს იგონებენ, უბრალოდ ყურადღების მიყპრობას ცდილობენ, ან, იმედია, ესმით, რომ რუსეთისთვის და ყველა საღი აზრის მქონე პოლიტიკური ძალისთვის ევროპაში ეს სრულიად მიუღებელია" – ამბობს ლავროვი.