პუტინი მზად არის, შეხვდეს ზელენსკის, თუ ყველა განსახილველი საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დამუშავებული-ლავროვი
ლავროვმა პუტინ-ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, “შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ყველა განსახილველი საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დამუშავებული“.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე რაიმე სახის შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა, მაშინ უკრაინული მხრიდან ხელმომწერების ლეგიტიმურობის საკითხი წამოიჭრება.
ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა შეხვედრისთვის, მათ შორის ბატონ ზელენსკისთან, იმ პირობით, რომ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება დამუშავებული, ხოლო ექსპერტები და მინისტრები შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
თუკი საქმე მომავალი შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა, მაშინ იმ პირის ლეგიტიმურობის საკითხი უნდა გადაწყდეს, ვინც შეთანხმებებზე ხელს უკრაინის მხრიდან მოაწერს“, - აღნიშნა მან.