Bloomberg: ლავროვის უარმა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, მოსკოვისა და ვაშინგტონის მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩაშალა
Bloomberg, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ სერგეი ლავროვის უარმა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ჩაშალა მოსკოვისა და ვაშინგტონის მოლაპარაკებები.
ინფორმაციას "ევროსკოპი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კრემლი ახლა ცდილობს დაარწმუნოს თეთრი სახლი, რომ უარი თქვას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე და ამასთან, პუტინსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი შეხვედრა უფრო დაბალ დონეზე გადაიტანოს, რათა რუსეთმა ახალი სანქციები თავიდან აიცილოს.