რუსეთის ინფორმაციით, უკრაინამ სტრატეგიულ ნავთობსადენ "დრუჟბას" მეორედ დაარტყა

22.08.25 10:38
რუსეთის ინფორმაციით, უკრაინამ სტრატეგიულ ნავთობსადენ "დრუჟბას" მეორედ დაარტყა

ბრიანსკის ოლქში, ნავთობის გადამტან სადგურ „უნეჩაზე“ 21 აგვისტოს დრონებით მორიგი იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ Telegram-ზე განაცხადა. მისი თქმით, ეს უკვე მეორე თავდასხმაა ერთ კვირაში: 13 აგვისტოს განხორციელებული დარტყმის გამო რუსეთმა დროებით შეაჩერა მაგისტრალური ნავთობსადენი „დრუჟბას“ მუშაობა, რის გამოც უნგრეთი რამდენიმე დღის განმავლობაში ნავთობის გარეშე დარჩა.

„უნეჩას“ სადგურს კომპანია "აკ  ტრანსნეფტეპროდუქტი" მართავს. „დრუჟბას“ ნავთობსადენის სიგრძე 8 900 კილომეტრია და ის რამდენიმე ქვეყანას კვეთს.

გარდა ამისა, 18 აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობის გადამტან სადგურ „ნიკოლსკოეს“ შეუტიეს, რის შედეგადაც მთლიანად შეჩერდა ნავთობის გადატუმბვა „დრუჟბას“ მაგისტრალზე.

მსგავსი სიახლეები