ტრამპი: „ომის დასასრულებლად შესაძლოა, სხვა ტაქტიკის გამოყენება მომიწიოს"

22.08.25 10:43
ტრამპი: „ომის დასასრულებლად შესაძლოა, სხვა ტაქტიკის გამოყენება მომიწიოს"

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო ორ კვირაში გაირკვევა, დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში. როგორც მან Todd Starnes Show-ს ეთერში განაცხადა, შესაძლოა, სხვა ტაქტიკის გამოყენება მოუწიოს, რათა ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.

ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა:

ზელენსკი ძალიან კარგად გამოიყურებოდა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე. ის მთელი ძალით იბრძვის. ეს ძალიან მძიმე ომია, - აღნიშნა მან.