ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპისთვის დაკისრებული 500 მილიონი დოლარის ჯარიმა გააუქმა
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპისთვის დაკისრებული 500 მილიონი დოლარის ჯარიმა გააუქმა. საქმე ეხება თაღლითობის საქმეს, სადაც ტრამპს ბრალად ბრალად ედებოდა, რომ საკუთარი კომპანიის უძრავი ქონების ღირებულება ხელოვნურად გაზარდა, რათა ბანკებიდან სესხები ხელსაყრელი პირობებით მიეღო.
ჯარიმა გაუქმდა, თუმცა მედიის ცნობით, ძალაში რჩება სხვა შეზღუდვები: ტრამპს სამი წლის განმავლობაში ვერ ექნება შესაძლებლობა კომპანიის დირექტორის თანამდებობა დაიკავოს და ვერ აიღებს სესხებს ნიუ-იორკის ბანკებიდან.