კიმ ჩენ ინმა დააჯილდოვა სამხედროები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დააჯილდოვა ჩრდილოკორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ, – იტყობინება ჩრდილოკორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA.
ჯილდოების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ კურსკის ოპერაციაში მონაწილე მეთაურები და ჯარისკაცები, ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახები.
აღინიშნება, რომ კიმმა დაჯილდოების ცერემონიაზე მაღალი შეფასება მისცა „გმირულ“ ჩრდილოკორეის ჯარს. მისი თქმით, „საზღვარგარეთული ოპერატიული დანაყოფების საბრძოლო მოქმედებებმა უყოყმანოდ დაამტკიცა ჩრდილოკორეის არმიის ძალა“, ხოლო „კურსკის ოლქის გათავისუფლება გმირების საბრძოლო სულისკვეთებაა“.
კიმ ჩენ ინმა ყვავილები მიიტანა საზღვარგარეთ დაღუპული ჯარისკაცების მემორიალურ კედელთან. ასევე გაიმართა კონცერტი რუსეთიდან დაბრუნებული სამხედროებისთვის და ბანკეტი, რომელსაც დაღუპულთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.