ლუკაშენკო: პუტინს ზელენსკის ოფისზე დარტყმას სთავაზობდნენ, მაგრამ მან უარი თქვა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს შეეძლო „ორეშნიკით“ (რუსული სამხედრო იარაღის კოდური სახელწოდება) დარტყმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისზე, თუმცა ამისგან თავი შეიკავა. მისი სიტყვები „Пул Первого“-მ გაავრცელა.
ლუკაშენკოს თქმით, პუტინს ზოგიერთებმა შესთავაზეს კიევში, ბანკოვაიას ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს, შეტევა განეხორციელებინა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ამ იდეაზე კატეგორიული უარი თქვა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აინტერესებს კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება.