ლავროვი: პუტინი მზადაა, ზელენსკის შეხვდეს
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების - ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაგეგმილი არ არის, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრისთვის მზადაა, როცა სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება; ამ ეტაპზე კი ასეთი დღის წესრიგი არ არსებობს.