ულტიმატუმი პუტინს - 2 კვირაში გადავწყვეტთ, იქნება ეს მასშტაბური სანქციები, თუ არაფერს გავაკეთებთ და ვიტყვით: „ეს თქვენი ბრძოლაა"
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ახალი ულტიმატუმი წაუყენა - ორი კვირა,ეს არის ვადა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასრულების გეგმის გააქტიურებას დაელოდება.
თუ 14 დღეში ტრამპს არ ექნება ზუსტი პასუხი და ზუსტი შედეგი, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ორი რამ მოხდეს - პირველი რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაა, მეორე კი - ამერიკის გასვლა სამშვიდობო მოლაპარაკების სივრციდან.
„[ორ კვირაში] მგონი რუსეთის და სიმართლე გითხრათ, უკრაინის დამოკიდებულება მეცოდინება. ორია საჭირო. შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ თუ რას ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ეს ან მასშტაბური სანქციებია, ან ტარიფებია, ან ორივე, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით: „ეს თქვენი ბრძოლაა"...
ვნახავ, ვისი ბრალია. თუ მიზეზები იქნება რატომაც - ამას გავიგებ. ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ. ვნახავთ მათ [ზელენსკისა და პუტინს] შეხვედრა ექნებათ თუ არა, საინტერესო იქნება ამის ნახვა. თუ არა - რატომ არ ჰქონდათ შეხვედრა, ვინაიდან მათ ვუთხარი, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. მაგრამ ორ კვირაში მეცოდინება რას გავაკეთებ, საკმაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს ამაზე", - განაცხადა ტრამპმა.