რუსეთმა კრემლის პროპაგანდისტი რუსი პოლიტოლოგი "აგენტების სიაში" შეიყვანა

23.08.25 10:38
რუსეთმა კრემლის პროპაგანდისტი რუსი პოლიტოლოგი "აგენტების სიაში" შეიყვანა

რუსეთმა კრემლის პროპაგანდისტი რუსი პოლიტოლოგი "აგენტების სიაში" შეიყვანა. სერგეი მარკოვისთვის სრული მოულოდენლობა აღმოჩნდა, როცა გაიგო, რომ პუტინის თანაგუნდელები მას "უცხოეთის აგენტად" აცხადებენ.

ირკვევა, რომ მარკოვის გაშავების კამპანია  რუსმა ბლოგერებმა აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ დაიწყეს, სადაც მან დადებითად ისაუბრა ილჰამ ალიევის შესახებ.  აგენტების სიაში შეყვანილი რუსი პროპაგანდისტი ამბობს, რომ ეს ცილისწამება და შეცდომაა.

„მე ვფიქრობ, ეს რაღაც ცილისწამებაა, ვინაიდან, ჯერ ერთი - უცხოეთის აგენტი არ ვარ, მეორე - არავითარი კონტაქტი არ მქონია. ზოგჯერ რაღაცნაირად შეიძლება... შეცდნენ. ჩემთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი“, - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები