ზელენსკი: უკრაინა თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს

23.08.25 12:03
ზელენსკი: უკრაინა თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს

ევროკავშირი უკრაინას 4 მილიარდ ევროს გადასცემს - ომში მყოფ ქვეყანას პოლიტიკურმა ალიანსმა საჩუქარი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაუკეთა, რომელსაც უკრაინაში ხვალ 24 აგვისტოს აღნიშნავენ. 

მედია წერს ოთხი მილიარდიდან ერთი მილიარდი უკრაინას ევროკომისიის საგანგებო მაკრო ფინანსურ დახმარების სახით გადაერიცხება. ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ეს არის ნაბიჯი რომელიც აჩვენებს რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და მზადაა ქვეყანას აღდგენასა და  განვითარებაში დაეხმაროს.

უკრაინა დღეს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე განცხადება გააკეთა. 

"ჩვენ ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ. დემოკრატიული ქვეყნების უსაფრთხოება მხოლოდ უკრაინასთან ერთად იქნება გარანტირებული“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს დროშა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრი უკრაინელისთვის არის მიზანი და ოცნება.

„ეს დროშა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი უკრაინელისთვის არის მიზანი და ოცნება. ისინი ინახავენ ამ დროშას. ისინი ინახავენ მას, რადგან იციან, რომ ჩვენ ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ. ეს დროშა არის ყველაზე ძვირფასი სიმბოლო ასობით ჩვენი მეომრისთვის, კაცისა და ქალისთვის მთელი უკრაინიდან, რომლებიც იცავენ ფრონტის ხაზის არა მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებას, არა მხოლოდ ვოვჩანსკს ან დობროპილას, არამედ მთელ უკრაინას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

 

მსგავსი სიახლეები