ზელენსკი მზად არის, ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

23.08.25 13:56
ზელენსკი მზად არის, ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კისლიცას თქმით, „უკრაინის მოსახლეობა მიწების მშვიდობის სანაცვლოდ გაცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება, მაშინ „აშშ-მა დამატებითი სანქციები უნდა გამოიყენოს“.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან მკაფიოდ აცხადებს და ის ხელმძღვანელობს როგორც უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, ასევე საზოგადოებრივი აზრით, ხოლო საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი ტერიტორიის მშვიდობაზე გაცვლას. ეს პოზიცია იყო მკაფიოდ გაცხადებული ვაშინგტონში. თუმცა ტერიტორიულ საკითხებზე როდესაც ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მზადაა, პრეზიდენტ პუტინთან დაჯდეს და განიხილოს. ტერიტორიულ საკითხზე საუბრის დასაწყისი ახლა არსებული შეხების ხაზია“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

 

 

მსგავსი სიახლეები