რუსეთის თავდაცვა ამტიცებს, რომ 10-ზე მეტ რეგიონში 57 დრონი ჩამოაგდეს

24.08.25 10:24
რუსეთის თავდაცვა ამტიცებს, რომ 10-ზე მეტ რეგიონში 57 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათის საღამოს რუსეთის რეგიონებში და შავ ზღვაზე მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თითქოსდა 57 „უკრაინული“ უპილოტო აპარატი გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უპილოტოები გაანეიტრალეს ბრიანსკის, კალუგის, სმოლენსკის, კურსკის, ლენინგრადის, ტვერის, ნოვგოროდის, ორლოვის, ტამბოვის ოლქებში, ასევე მოსკოვის რეგიონში, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში და შავ ზღვაზე.

აღსანიშნავია, რომ შაბათს სანქტ-პეტერბურგი, ლენინგრადის ოლქი და მოსკოვი დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა.

რუსეთის მრავალ აეროპორტში, მათ შორის მოსკოვსა და პეტერბურგში, შაბათის საღამოს შემოიღეს შეზღუდვები თვითმფრინავების მიღება-გაგზავნაზე, ხოლო სამმა ავიაკომპანიამ განრიგი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები