ნეთანიაჰუ ითხოვს, ღაზის დაკავების ოპერაცია დაჩქარდეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების სტრუქტურებს ოპერაციის ვადების შემცირება დაავალა, რომელიც „გიდეონის ეტლები 2“-ის სახელით მიმდინარეობს. მისი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად განადგურდეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“.
ოპერაციას თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ხელმძღვანელობს. ჯერჯერობით არ ხმაურდება, როდის დაიწყება ისრაელის არმიის სახმელეთო შეტევები ღაზაში.
მედიის ცნობით, მთავარ სირთულეს წარმოადგენს მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან მილიონზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშაა. სწორედ ამ მიზეზით ნეთანიაჰუ მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროსთან, რომელიც ევაკუაციის ორგანიზების მთავარ პარტნიორად მიიჩნევა.