უკრაინულმა დრონებმა რუსეთის „უისტ-ლუგას“ პორტს მეორედ დაარტყეს
24 აგვისტოს ღამეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა შორი მოქმედების დრონებით დაარტყეს ლენინგრადის ოლქში მდებარე „უისტ-ლუგას“ პორტს. აფეთქების შემდეგ ტერიტორიის ნაწილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
დარტყმა კომპანიას „ნოვატეკს“ შეეხო - რუსეთში თხევადი გაზის უმსხვილეს მწარმოებელს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ძლიერი აფეთქება და ცეცხლი.
OSINT-ანალიტიკოსების ინფორმაციით, დაზიანდა კრიოგენული ფრაქციონირების დანადგარი, რომელიც კომპლექსის ტექნოლოგიური პროცესის „გულად“ მიიჩნევა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა წელს, როდესაც უკრაინულმა დრონებმა წარმატებით დაარტყეს „უისტ-ლუგას“ ობიექტებს. პირველი იერიში იანვრის დასაწყისში განხორციელდა.
„უისტ-ლუგას ტერმინალის მეშვეობით რუსეთი ნავთობითა და გაზით ვაჭრობს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებით. უკრაინული დრონების შეტევები ამცირებს რუსეთის ვალუტურ შემოსავალს, რომელიც კრემლს ომის გასაგრძელებლად სჭირდება,“ – აცხადებს წყარო უკრაინის შეირაღებული ძალებიდან.