ბრიტანეთის მონარქი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.08.25 19:01
ბრიტანეთის მონარქი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ უკრაინას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიმართვა გაუგზავნა, სადაც ომში მყოფ ქვეყანას „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის“ დამყარება და ომის დასრულება უსურვა. 

მეფის წერილი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

„უდიდეს აღფრთოვანებას გამოვხატავ უკრაინელი ხალხის დაუმარცხებელი სიმამაცითა და სულისკვეთებით. კვლავაც ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად უკრაინაში,“ – ნათქვამია ბრიტანელი მონარქის მიმართვაში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩარლზის სიტყვები „ჭეშმარიტი შთაგონებაა უკრაინელი ხალხისთვის“ და მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს მუდმივი მხარდაჭერისთვის.

მსგავსი სიახლეები