კანადა უკრაინას $700 მილიონზე მეტი ღირებულების დრონებს, საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას გადასცემს
სექტემბერში, უკრაინა კანადის დახმარების პაკეტიდან 1 მილიარდ კანადურ დოლარზე (700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) მეტი ღირებულების დრონებს, საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას მიიღებს. ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
კარნიმ გაიხსენა, რომ ივნისში, G7-ის სამიტზე კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით კიდევ 2 მილიარდი კანადური დოლარის გამოყოფას დაჰპირდა.
სიამაყით ვაცხადებ, რომ ამ თანხიდან 1 მილიარდზე მეტი გამოყენებული იქნება თქვენი იარაღის არსენალის გასაძლიერებლად დრონების, საბრძოლო მასალის და ჯავშანტექნიკის მიწოდებით, რომლებიც უკვე მომავალ თვეში ჩამოვა," - განაცხადა მან.
ამასთან, კანადა ათობით მილიონ დოლარს გამოყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, თავშესაფრების მშენებლობისთვის, ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის და უკრაინის კიბერთავდაცვისთვის.
პუტინის შეჩერება შესაძლებელია. რუსეთის ეკონომიკა სუსტდება. ის სულ უფრო იზოლირებული ხდება. ამასობაში, ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე და ერთიანი ხდება," - აღნიშნა მარკ კარნიმ.