ნავთობსადენ "დრუჟბასთან" დაკავშირებით ზელენსკის განცხადება ბუდაპეშტში მუქარად შეაფასეს

25.08.25 10:35
ნავთობსადენ "დრუჟბასთან" დაკავშირებით ზელენსკის განცხადება ბუდაპეშტში მუქარად შეაფასეს

უნგრეთმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადება „დრუჟბას“ ნავთობსადენთან დაკავშირებით მუქარად და დაშინებად შეაფასა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს, თქმით, უკრაინის მხრიდან „დრუჟბას“ ნავთობსადენზე შეტევები ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმას წარმოადგენს, რაც, მისი განცხადებით, პირდაპირ არის მიმართული ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

„ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა - ეს არის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ომი, რომელსაც უნგრეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, ვერასოდეს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას,“ — განაცხადა სიიარტომ.

მინისტრმა ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს „აზრს მოკლებული განცხადებები“ და თავი დაანებოს უნგრეთის ენერგოუსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებას.

მსგავსი სიახლეები