ღაზის საავადმყოფოზე ისრაელის ავიაიერიშს 19 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის ჟურნალისტებიც არიან

25.08.25 16:56
ღაზის საავადმყოფოზე ისრაელის ავიაიერიშს 19 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის ჟურნალისტებიც არიან

ხან-იუნისში, ნასერის საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის რამდენიმე ჟურნალისტია.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა ორმაგი იყო: პირველი რაკეტა საავადმყოფოს მეოთხე სართულს მოხვდა, ხოლო მაშველების ადგილზე მისვლის შემდეგ მეორე დარტყმაც განხორციელდა.

დაღუპულებს შორის არიან Associated Press-ის ფოტოჟურნალისტი მარიამ აბუ დაგა, Reuters-ის ოპერატორი ჰუსამ ალ-მასრი, „ალ-ჯაზირას“ ოპერატორი მუჰამად სალამა და NBC-სთან თანამშრომელი ჟურნალისტი მუაზ აბუ ტაჰა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (ცახალის) პრესსამსახურში დაადასტურეს საავადმყოფოზე თავდასხმა და განაცხადეს, რომ ინციდენტზე გამოძიებას მოკლე ვადაში ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები