ორბანი: ზელენსკის სიტყვებს ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მწვავედ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებებს. როგორც ორბანმა Magyar Nemzet-თან აღნიშნა, ზელენსკის მხრიდან გაჟღერებულ "ღია მუქარებს ხანგრძლივი შედეგები" მოჰყვება.
„ეს იყო დაძაბული შაბათი-კვირა. პრეზიდენტი ზელენსკი ღიად დაემუქრა უნგრეთს და თქვა, რომ ისინი ესვრიან „დრუჟბას“ ნავთობსადენს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნგრეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა ორბანმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ „შანტაჟით, აფეთქებებით და მუქარებით ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია“.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნავთობსადენ "დრუჟბას" ბედი უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.
ბუდაპეშტმა განცხადებას მწვავედ უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე გამოიყენა უნგრეთისთვის „უხეში მუქარის“ გასახმოვანებლად. მისი თქმით, უკრაინული დრონების თავდასხმებმა უკვე სამჯერ შეაჩერა ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მეშვეობით, საიდანაც უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობს იღებენ.
ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა უნგრეთის ვეტოს გამო, ეს ამ დრომდე ვერ მოხდა.