ტრამპი პუტინს ბირთვული განიარაღების საკითხზე ესაუბრა

26.08.25 10:11
ტრამპი პუტინს ბირთვული განიარაღების საკითხზე ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ბირთვული განიარაღების საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მისი თქმით, პუტინი ამისთვის მზადყოფნას გამოხატავს, ხოლო პროცესში შესაძლოა, ჩინეთიც ჩაერთოს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც განვიხილავთ რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, არის დენუკლეარიზაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ეს საკითხი პუტინთან განვიხილე და ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე. რუსეთი მზად არის, ვფიქრობ, ჩინეთიც იქნება მზად. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ბირთვული იარაღის გავრცელება,“ – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საკუთარ ბირთვულ პროგრამას აახლებს. ოფიციალური მიზეზად დასავლეთისგან მომდინარე „მუქარები“ სახელდება. „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში „რუსეთის არსებობისთვის კოლოსალური საფრთხეებზე“ გაამახვილა ყურადღება და მოსკოვის „ბირთვული ფარის“ გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ეს განცხადებები გაკეთდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ტრამპი და პუტინი ალასკაზე შეხვდნენ. მიუხედავად მხარეთა ოპტიმისტური ტონისა, შეხვედრამ, როგორც ჩანს, კონკრეტული შედეგები ვერ მოიტანა.

მსგავსი სიახლეები