სტუბი: ვიმედოვნებ, პუტინის მიმართ ტრამპის მოთმინება მალე ამოიწურება
ვიმედოვნებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთმინება რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის მიმართ მალე ამოიწურება - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ სტუბიმ განაცხადა.
სტუბის მტკიცებით, მან დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრის გასაჭიანურებლად შეფერხების ტიპურ რუსულ ტაქტიკას იყენებს.
მისივე თქმით, ფინეთი და სხვა ევროპული ქვეყნები „ყველაფერს გააკეთებენ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.
სტუბი ამბობს, რომ ერთადერთი გზა იმისთვის, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრის დასრულება აიძულონ, მის მოკავშირეებზე დარტყმაა.