დობროპოლის თემში რუსული დაბომბვის შემდეგ 148 მაღაროელი შახტაში ჩარჩა
დონეცკის ოლქში, რუსეთის დაბომბვის შედეგად, დობროპოლის თემის შახტები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - მიწის ქვეშ 148 მაღაროელი რჩება. ამის შესახებ უკრაინის თავისუფალი პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარემ და ევროპული პროფკავშირების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ ვოლინეცმა განაცხადა.
ამ დროისთვის მტრის დაბომბვის სხვა დეტალები უცნობია.
ამასთან, დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა 26 აგვისტოს დილით აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთ დღე-ღამეში რუსებმა დონეცკის ოლქის დასახლებები 20-ჯერ დაბომბეს. დობროპოლში, კრივოი როგის თემში, დაზიანებულია ორი სახლი. დობროპოლის თემის სოფელ სვიატოგოროვკაში დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა.