მოდი და პუტინი ჩინეთში ჩავლენ - Reuters-ი განმარტავს, რისთვის მიიწვია ისინი სი ძინპინმა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 31 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე 20-ზე მეტ მსოფლიო ლიდერს შეკრებს. Reuters-ის ცნობით, პეკინი ღონისძიებით ცდილობს სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების სოლიდარობის დემონსტრირებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში და სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის მხარდაჭერას.
სამიტს დაესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ასევე ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერები. განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილია ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვიზიტზე, რომელიც ჩინეთს შვიდწლიანი პაუზის შემდეგ სტუმრობს.
კვლევითი სააგენტო The China-Global South Project-ის მთავარი რედაქტორი ერიკ ოლანდერი ამბობს, რომ სი ცდილობს აჩვენოს „როგორი ხდება საერთაშორისო წესრიგი აშშ-ის უკანდახევის შემდეგ“ და რომ თეთრი სახლის მცდელობები ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ინდოეთის შესაკავებლად შედეგიანად არ დასრულდა.