მაკრონი: რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირი არავის ემუქრება, ევროკავშირი არანაირად არ არის საბჭოთა კავშირი

28.08.25 00:41
მაკრონი: რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირი არავის ემუქრება, ევროკავშირი არანაირად არ არის საბჭოთა კავშირი

რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირი არავის ემუქრება, ევროკავშირი არანაირად არ არის საბჭოთა კავშირი - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიშინიოვში სიტყვით გამოსვლისას.

მაკრონის თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

კრემლის პროპაგანდა გვეუბნება, რომ ევროპელებს ომის გახანგრძლივება სურთ და რომ ევროკავშირი თავის ხალხს ჩაგრავს. ეს ტყუილია. რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირი არავის ემუქრება და პატივს სცემს თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს. ეს კეთილდღეობისა და მშვიდობის კავშირია. ევროკავშირი არანაირად არ არის საბჭოთა კავშირი" - თქვა ემანუელ მაკრონმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი  მოლდოვაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საგანგებოდ ჩავიდნენ.

 მოლდოვაში სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული, თარიღის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული პროპაგანდა და პრორუსული ჯგუფები