ევროკავშირის გარეშე მოლდოვა წარსულში ბლოკირებული ჩარჩება - მაია სანდუ

28.08.25 00:55
ევროკავშირის გარეშე მოლდოვა წარსულში ბლოკირებული ჩარჩება - მაია სანდუ

ევროკავშირის გარეშე მოლდოვა წარსულში ბლოკირებული ჩარჩება - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპელ ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში ყოველდღიურად აჩვენებს, რომ ევროპა თავისუფლებასა და მშვიდობას ნიშნავს, პუტინის რუსეთი კი ომსა და სიკვდილს

ევროპის ალტერნატივა არ არსებობს. ევროკავშირის გარეშე მოლდოვა წარსულში ბლოკირებული ჩარჩება. ჩვენ ამას ვგრძნობთ მეზობელ ქვეყანაში ჩამოგდებული თითოეული ბომბის შემდეგ. რუსეთის ომი უკრაინაში ყოველდღიურად აჩვენებს, რომ ევროპა თავისუფლებასა და მშვიდობას ნიშნავს, პუტინის რუსეთი კი ომსა და სიკვდილს... მოლდოველებმა აირჩიეს ამჟამინდელი მიმართულება, ევროპული გზა... მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დამოუკიდებლობა გარანტირებული არ არის" - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი  მოლდოვაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საგანგებოდ ჩავიდნენ.

 მოლდოვაში სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული, თარიღის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული პროპაგანდა და პრორუსული ჯგუფები.