მერცი: პუტინს დროის უკან დაბრუნება და მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევა სურს

28.08.25 01:02
მერცი: პუტინს დროის უკან დაბრუნება და მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევა სურს

პუტინს დროის უკან დაბრუნება და მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევა სურს - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კიშინიოვში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,"რუსეთი დღითი დღე დაუნდობლად ცდილობს მოლდოვაში თავისუფლების, კეთილდღეობისა და მშვიდობის შელახვას, მის დარღვევას და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას".

ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არც ერთი დღე არ გავა რუსეთის მხრიდან მასიური ჰიბრიდული თავდასხმების გარეშე. სამიზნე კი მოლდოვას დემოკრატიაა, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში. სამიზნე ეს თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოებაა. მოლდოვის დამოუკიდებლობის დღე არ არის ზეიმის დღე რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის. მას სურს დროის უკან დაბრუნება და მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევა, რუსეთი დღითი დღე დაუნდობლად ცდილობს მოლდოვაში თავისუფლების, კეთილდღეობისა და მშვიდობის შელახვას, მის დარღვევას და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას" - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი  მოლდოვაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საგანგებოდ ჩავიდნენ.

 მოლდოვაში სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული, თარიღის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული პროპაგანდა და პრორუსული ჯგუფები.