სისხლიანი თავდასხმა მინესოტაში: 23 წლის ანტისემიტმა კათოლიკურ სკოლაში ბავშვები დახოცა

28.08.25 10:41
სისხლიანი თავდასხმა მინესოტაში: 23 წლის ანტისემიტმა კათოლიკურ სკოლაში ბავშვები დახოცა

მინესოტაში, კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი სროლის საქმეზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - ის 23 წლის რობერტ ვესტმანია.

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ანტისემიტური შეხედულებების მქონე იყო. არსებული ინფორმაციით, თავდასხმამდე მან იარაღთან ერთად ფოტო გადაიღო წარწერით: „6 მილიონი არ კმარა, ისრაელი უნდა დაეცეს.“

სროლა „ხარების კათოლიკურ სკოლაში“ მოხდა. შემთხვევის შედეგად 8 და 10 წლის ორი ბავშვი დაიღუპა, დაჭრილია დაახლოებით 17 ადამიანი, უმეტესობა - ბავშვები.

თავდამსხმელმა სიცოცხლე ეკლესიის უკან, თვითმკვლელობით დაასრულა.