ტროპიკულ შტორმს ვიეტნამსა და ტაილანდში მსხვერპლი მოჰყვა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძლიერმა წვიმებმა და მეწყერებმა მინიმუმ რვა ადამიანი შეიწირა, - იუწყება Apnews.
ვიეტნამში წყალდიდობებმა შვიდი ადამიანი იმსხვერპლა, ერთი დაკარგულია და 34 დაშავდა. ტაილანდში კი ჩიანგ მაიში მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
სპეცსამსახურების ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, ხოლო მეტეოროლოგები რეგიონს დამატებით ძლიერი წვიმების შესახებ აფრთხილებენ.
შტორმი „კაჯიკი“ ვიეტნამს თავს ორშაბათს დაატყდა, მანამდე კი ჩინეთის ჰაინანის კუნძულზე ქარიშხალი და ძლიერი ნალექი იყო.