ოკუპანტების დაბომბვების შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა - ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ

28.08.25 10:56
ოკუპანტების დაბომბვების შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა - ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ

რუსეთის თავდასხმის შემდეგ კიევში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, - აცხადებს შს მინისტრი იგორ კლიმენკო. მისი თქმით, მაშველები ტიტანურ ძალისხმევას ახორციელებენ და არსებობს შანსი, რომ ნანგრევებში კიდევ იყვნენ ადამიანები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ შესაძლოა, 9 ადამიანი იმყოფებოდეს. ადგილზე მუშაობენ მაშველები, კინოლოგები, ფსიქოლოგები და გამოიყენება რობოტიზებული ტექნიკა.

ქალაქში მობილიზებულია 500-მდე მაშველი და დაახლოებით 1000 პოლიციელი, რომლებიც დაზარალებულებთან მუშაობენ და აფიქსირებენ დაბომბვის შედეგებს.

მსგავსი სიახლეები