რუსეთის იერიშის შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა - მარტა კოსი

28.08.25 11:00
რუსეთის იერიშის შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა - მარტა კოსი

რუსეთის იერიშის შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა, - წერს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი პლატფორმა X-ზე.

კოსის თქმით, ეს არის მტკიცებულება, რომ რუსეთს არ სურს მშვიდა და ტერორს ირჩევს. 

„მკაცრად ვგმობ ამ სასტიკ თავდასხმებს. ეს არის მტკიცებულება, რომ რუსეთი მშვიდობას უარყოფს და ტერორს ირჩევს. სოლიდარობას ვუცხადებ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებს, მათ ოჯახებს და ყველა უკრაინელელს, ვინც ამ აგრესიას უძლებს,“ - განაცხადა კოსმა.